08 ოქტომბერი 2024,   18:50
ვრცლად
რუსეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სირიის ტერიტორიაზე შეტევას აძლიერებს

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სირიის ტერიტორიაზე შეტევას აძლიერებს რუსეთი. შორი რადიუსის ბომბდამშენებთან ერთად, იერიშს ზღვიდანაც გეგმავს.

ვლადიმერ პუტინმა გენშტაბს უკვე მისცა ბრძანება, რომ პროცესში ფრანგულ მხარესთანაც აქტიურად ითანამშრომლონ. ამის შესახებ მან მოსკოვში სამეთაურო ცენტრში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ პირდაპირი სამხედრო კონტაქტი საფრანგეთთან, როგორც მოკავშირესთან. გენერალური შტაბის უფროსმა უკვე მიიღო შესაბამისი ბრძანება. აუცილებელია ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავება, როგორც ზღვაში ასევე ჰაერში. ანტი ტერორისტული ოპერაციით სირიის ტერიტორიაზე ჩვენ ვიცავთ რუსეთს და მის მოქალაქეებს,” - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამ დრომდე რუსულმა ავია გამანადგურებლებმა სირიის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ 2300-მდე იერიში განახორციელეს.

 

 

დღის ამბები