08 ოქტომბერი 2024,   19:00
ვრცლად
ტერაქტების საფრთხის გამო Air France-ის 2 თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ტერაქტების საფრთხის გამო ფრანგული ავიაკომპანიის ორმა თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა.

Air France-ის კუთვნილი Airbus 380, რომელიც რეისს ლოს ანჯელესიდან პარიზში ასრულებდა, სოლტ–ლეიკ სიტიში დასვეს. სამართალდამცველებმა ბორტზე მყოფი 497–ვე ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

მეორე ლაინერი კი, რომლის ბორტზეც 297 ადამიანი იმყოფებოდა, ვაშინგტონიდან მიფრინავდა პარიზში, თუმცა განგაშის გამო მას მარშრუტი შეუცვალეს და კანადაში დასვეს.

ორივე ლაინერს ამ დროისთვის სპეციალისტები ამოწმებენ.

დღის ამბები