08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
პარიზში ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა, პოლიციელებმა კი 2 მათგანი მოკლეს

პარიზის სენ დენის რაიონი სამართალდამცველთა ალყაშია. დილის 5 ის ნახევარზე სპეცრაზმმა სპეცოპერაცია დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. ერთ–ერთი კორპუსის მესამე სართულზე ტერორისტთა 5 კაციანი დაჯგუფება აღმოაჩინეს. ორ საათში ქუჩაზე სროლისა და აფეთქებების ხმა გაისმა.

სამართლდამცველთა სამიზნე პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი აბდელ ჰამიდ აბაუდი იყო, რომელიც სავარაუდოდ შენობაში იმყოფებოდა. ერთმა ტერორისტმა, რომელიც ქალი აღმოჩნდა თავი აიფეთქა, 2 კი - პოლიციელებმა მოკლეს, დანარჩენი 2 ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა დააკავეს. თუმცა ამ დრომდე უცნობია თავად აბაუდის ბედი. სროლის დროს ორი პოლიციელიც.

რესპუბლიკის ქუჩა მთლიანად გადაკეტილია. ახლოს მდებარე შენობებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. 

ავტორი თამარ ჭავჭავაძე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები