08 ოქტომბერი 2024,   19:00
ვრცლად
სტიქია აშშ-ში - მეტეოროლოგები უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას სხვა რეგიონებშიც ელოდებიან

შეერთებული შტატების რამდენიმე რეგიონს შტორმმა გადაუარა. ვაშინგტონის შტატში უამინდობის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული. ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მანქანაში ქალაქ მონროში დაიღუპა, როდესაც ავტომობილს წაქცეული ხე დაეცა.

ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ჩაიკეტა მაგისტრალები.ერთ-ერთ დასახლებაში მეწყერიც ჩამოწვა.

ქარმა ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, შედეგად 237 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ანალოგიური ვითარებაა არკანზასისა და ტენესის შტატშიც, სადაც ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და ბოძები წააქცია.

მეტეოროლოგები უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას სხვა რეგიონებშიც ელოდებიან.

 

 

დღის ამბები