08 ოქტომბერი 2024,   18:58
ვრცლად
პარიზში სპეცოპერაცია უშედეგოდ დასრულდა - ტერაქტების ორგანიზატორი კლვავ თავისუფალია [ფოტო]

პარიზის სენ დენის დასახლებაში სპეცოპერაცია დასრულებულია. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ერთმა ეჭვმიტანილმა თავი აიფეთქა, მეორე კი სამართალდამცველებმა მოკლეს.

ამ დროისთვის 7 ადამიანია დაკავებული, თუმცა მათ შორის არ არის პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი, 27 წლის აბდელ–ჰამიდ აბაუდი.

გავრცელევული ცნობით ქალი, რომელმაც თავი აიფეთქა მისი ნათესავია. სპეცოპერაცია დილის 4 საათზე დაიწყო. პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა ალყაში მოიაქციეს საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ჯგუფი აფარებდა თავს.

სამართალდამცველელები ვარაუდობდნენ, რომ მათ შორის აბდელ–ჰამიდ აბაუდიც იყო.

სპეცრაზმმა სენ დენის დასახლებში რეიდი საეჭვო კორპუსთან ახლოს მდებარე ეკლესიაშიც ჩაატარა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები