08 ოქტომბერი 2024,   19:00
ვრცლად
საფრანგეთში ტერორისტებს ეძებენ, სირიაში კი ISIS-ის ბაზები ზღვიდან და ჰაერიდან იბომბება

ისლამური სახელმწიფოს ტერიტორია ინტენსიურად იბომბება. საფრანგეთის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს ფართო კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართავს.

დატყმის ობიექტები ძირითადად ISIS-ის სამეთაურო ცენტრებია. იერიშები ერთდოულად ზღვიდან და ჰაერიდან მიმდინარეობს. შეტევის გასაძლიერებლად საფრანგეთმა ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდი შარლ დე გოლი გაგზავნა.

პარიზში კი დღეს კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაისმა. სპეცოპერაციის დროს თავი ერთ–ერთმა ეჭვმიტანილმა აიფეთქა.

სენ დენის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილები აფარებდნენ თავს, სპეცდანიშნულების რაზმს რამდენიმე საათის განმავლობაში ალყაში ქონდა მოქცეული.

სამართალდამცველები დღეს პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორის დაკავებას ვარაუდობდნენ, თუმცა ეჭვმიტანილთა შორის აბდელ–ჰამიდ აბაუდი არ აღმოჩნდა.

პარიზის ტერაქტების შემდეგ ევროპაში ნებისმიერი საეჭვო შემთხვევის მიმართ განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ. სწორედ ამას უკავშირდება Air France-ის ორი რეისისთვის მიმართულების შეცვლაც. მიზეზი ბორტზე ბომბის სავარაუდო არსებობა იყო, თუმცა ასაფეთქებლები არც ერთ ლაინერში არ აღმოჩნდა.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები