08 ოქტომბერი 2024,   18:59
ვრცლად
პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი მოკლულია

პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებული აბდელ-ჰამიდ აბაუდი მოკლულია. ინფორმაციას ამის შესახებ INDEPENDENT-ი ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ის პარიზში, სან დენიში ჩატარებული რეიდის დროს მოკლეს. აბაუდი 27 წლის იყო.

აბაუდის მოკვლის შესახებ იუწყებიან სხვა მედიასაშუალებებიც, მათ შორისაა Washington Post-იც, რომელიც ახალ ამბავს სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის დროს ისმოდა სროლები და აფეთქების ხმა. ერთ-ერთმა ქალბატონმა თავი აიფეთქა. 

დღის ამბები