08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
პარიზის ტერაქტების მთავარ ორგანიზატორს აბდელ-ჰამიდ აბაუდის ისევ ეძებენ

პარიზის ტერაქტების მთავარ ორგანიზატორს აბდელ-ჰამიდ აბაუდის ისევ ეძებენ. ოფიციალური ინფორმაციით, გუშინდელი სპეც ოპერაციის მსვლელობისას ის არ დაუკავებიათ. პარალელურად გრძელდება შტურმის დროს გარდაცვლილი ორი ტერორისტის იდენტიფიცირება. მათგან ერთ-ერთი ქალია, რომელმაც თავი აიფეთქა.

სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 8 ეჭვმიტანილიც დააკავეს. რამდენიმე გავლენიანი გამოცემა, მათ შორის The Washington Post ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აბაუდი გარდაცვლილთა შორისაა. სენ-დენის ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ სპეცოპერაციამდე ის ადგილობრივ მეჩეთში ნახეს. გამოძიებაც დარწმუნებულია, რომ გუშინ დილის 5-ის ნახევრამდე აბაუდი სენ-დენიში ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულზე იმყოფებოდა.

გრძელდება ტერაქტის კიდევ ერთი მონაწილის სალაჰ აბდესლამის ძებნაც, რომელიც თავდასხმებში ძმასთან ერთად მონაწილეობდა. პარალელურად, თურქეთის ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ წლის დასაწყისში მათ ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი სირიის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს და მისი დეპორტაცია ბელგიაში განახორციელეს, ბელგიელმა სამართალდამცველებმა კი დაკითხეს და გაათავისუფლეს.

დღის ამბები