08 ოქტომბერი 2024,   18:58
ვრცლად
ბელგიაში რამდენიმე საათით პოლიციას ანტვერპენის მაგისტრალი ქონდა გადაკეტილი

ბელგიაში უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე საათით პოლიციამ ანტვერპენის მაგისტრალი გადაკეტა, სადაც სატვირთო ავტომობილში ფრანგული ნომრებით საეჭვო ჩანთა აღმოაჩინეს.

ეჭვი კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მძღოლი არ დაემორჩილა პოლიციის მითითებას მანქანის გაჩერების თაობაზე. საბოლოოდ საფრთხე არ დადასტურდა, რის შემდეგაც მოძრაობა აღდგა.

ბრიუსელში კი ათასობით ადამიანმა პარიზის ტერაქტებში დაღუპულები კიდევ ერთხელ გაიხსენა. მოქალაქეები მოლენბეკში შეიკრიბნენ, სწორედ იმ უბანში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტში ეჭვმიტანილები ცხოვრობდნენ.

დღის ამბები