08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
რუსეთის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე მორიგი ავია იერიშები განახორციელა

რუსეთის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე მორიგი ავია იერიშები განახორციელა. რუსეთის თავდაცვის უწყება საჰაერო ოპერაციის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

ერთი დღით ადრე ავია იერიშები ისლამური სახელმწიფოს ობიექტებზე ფრანგულმა ავიაციამაც განახორციელა. სამიზნე ქალაქი რაქა იყო.

შეერთებული შტატები და კოალიცია ავრცელებენ ბოლო მონაცემებს საკუთარი ავია იერიშების შესახებ, რომლის შედეგადაც ბოლო თვეში ტერორისტების 175 ობიექტი განადგურდა, ძირითადად ნავთობის მწარმოებელ რეგიონებში.

დღის ამბები