08 ოქტომბერი 2024,   18:54
ვრცლად
საფრანგეთის პრემიერი ქვეყანაში ქიმიური თავდასხმის საფრთხეზე საუბრობს

"საფრანგეთში ქიმიური თავდასხმის საფრთხე არსებობს", - განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

მანუელ ვალსის თქმით, არ არის გამორიცხული, ისლამისტებმა ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენონ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის 3 თვემდე გახანგრძლივების მხარდაჭერისკენაც მოუწოდა.

პარალელურად, ამ დრომდე უცნობი რჩება პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორის აბდელ– ჰამიდ აბაუდი ბედი. საფრანგეთის პროკურატურა სან დენის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აბაუდის გარდაცვალების ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებს.

ის არც დაკავებულ 8 ეჭვმიტანილს შორის არის.

დღის ამბები