08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი ლიკვიდირებულია, მისი მოკავშირე კი იძებნება

პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი ლიკვიდირებულია. 28 წლის ბელგიელი აბდელ ჰამიდ აბაუდის ცხედარი სან დენის საცხოვრებელი ბინის მესამე სართულზე სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ იპოვეს.

ის სამართალდამცველებმა შტურმის დროს მოკლეს, თუმცა ვინაობის დადგენა თითის ანაბეჭდებით მოახერხეს.

ცნობილია მეორე ტერორისტის ვინაობაც–ის აბაუდის ნათესავი ქალი იყო, რომელმაც გუშინ თავი აიფეთქა.

ამ დრომდე იძებნება აბაუდის თანამზრახველი 28 წლის სალაჰ აბდესლამი. 

13 ნოემბრის თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში არ გამორიცხავენ, რომ ტერორისტებმა უფრო საშიში იარაღი გამოიყენონ.

ისლამურმა სახელმწიფომ მორიგი მიმართვა გაავრცელა და შემდეგ სამიზნედ ნიუ-იორკი და ტაიმ სკვერი დაასახელა. ისლამური სახელწმიფოს მხრიდან მოსალოდნელ თავდასხმებს პროგნოზირებს ევროპოლიც. იტალია ტერაქტების საფრთხის შესახებ უკვე გააფრთხილეს.

კონტროლი გაამკაცრეს საფრანგეთ–ბელგიის საზღვარზეც.

ავტორი:თამარ ჭავჭავაძე

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები