08 ოქტომბერი 2024,   18:57
ვრცლად
ბრიუსელში ევროკავშირის შს მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან

საფრანგეთში იმ ტერორისტი ქალის ოჯახის წევრებს კითხავენ, რომელმაც თავი 2 დღის წინ სპეც ოპერაციის დროს აიფეთქა. პარალელურად გამოძიება ცდილობს დაადგინოს საფრანგეთში რომელი ქვეყნის ტერიტორიიდან შევიდა, უკვე ლიკვიდირებული ტერორისტი აბდელ ჰამიდ აბაუდი.

ქვეყნის შინაგან სამქეთა მინისტრის თქმით, ის ტერაქტებიდან 3 დღის შემდეგ საბერძნეთის ტერიტორიაზეც ნახეს. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან.

საუბრის ძირითადი თემა ევროზონის ქვეყნებს შორის საზღვრებზე კონტროლისა და კოორდინირებული მუშაობის გაძლიერება იქნება.

დღის ამბები