08 ოქტომბერი 2024,   18:56
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს მორიგი ვიდეო მიმართვა - ამჯერად ტერორისტები თეთრ სახლს ემუქრებიან

ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები მორიგ ვიდეო მიმართვას ავრცელებენ, სადაც ამჯერად ტერაქტებით შეერთებულ შტატებს და კონკრეტულად თეთრ სახლს ემუქრებიან. ეს ამ კვირაში უკვე მეორე მუქარაა შეერთებული შტატების მისამართით, პირველ ვიდეოში ისინი ნიუ იორკზე საუბრობდნენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, შეერთებული შტატები ისლამურ სახელმწიფოს უფრო მალე დაამარცხებს, ვიდრე ეს ალ ქაიდას შემთხვევაში მოახერხა.

პარიზის ტერაქტებისა და ვიდეო მუქარების ფონზე, ქვეყნის კონგრესმა რესპუბლიკელების მიერ ინიცირებული კანონპროექტი უმრავლესობით მიიღო, რომელიც სირიისა და ერაყის ტერიტორიებიდან შესული მიგრანტების გაძლიერებულ კონტროლს შეეხება.

დღის ამბები