08 ოქტომბერი 2024,   19:02
ვრცლად
"პარიზის ტერაქტებმა დასავლეთს დაანახა, რომ სირიის კრიზისში პრიორიტეტი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდგე ბრძოლაა" - სერგეი ლავროვი

"პარიზის ტერაქტებმა დასავლეთს დაანახა, რომ სირიის კრიზისში პრიორიტეტი არა პრეზიდენტი ასადის დამხობა, არამედ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდგე ბრძოლაა" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთი 5 წელია წინასწარმეტყველებს ასადის რეჟიმის დასასრულს. თუმცა, ეს ასე არ ხდება, რადგან ის სირიის საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესებს წარმოადგენს.

მან კომენტარი რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებზეც გააკეთა. მისი შეფასებით, ბალტიის ზღვასა და აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ნატოს ჯარებისა და შეიარაღების ყოფნა, ხელს ვერ შეუწყობს ურთიერთობების აღდგენის პროცესს.

დღის ამბები