08 ოქტომბერი 2024,   18:52
ვრცლად
ევროპის სპეცსამსახურები პარიზის ტერაქტების მეორე ორგანიზატორს სალაჰ აბდესლამს ეძებენ

ევროპის სპეცსამსახურები პარიზის ტერაქტების მეორე ორგანიზატორს სალაჰ აბდესლამს ეძებენ. ოპერაციის ძირითადი ნაწილი ნიდერლანდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც აბდესლამი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა.

მისი ძმის მუჰამედ აბდესლამის ადვოკატის განცხადებით, ოჯახი დარწმუნებულია, რომ აბაუდის მკვლელობის შემდეგ აბდესლამი გადაწყვეტს პოლიციას ჩაბარდეს. ბოლო დღეების განმავლობაში ათამდე სირიელი დააკავეს, რომლებსაც საბერძნეთის ყალბი პასპორტები აღმოაჩნდათ.

საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების საკითხს დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები განიხილავენ. იგეგმება რეზოლუციის მიღებაც, რომელიც საზღვრებზე სისტემატური და კოორდინირებული შემოწმების შემოღებას ითვალისწინებს.

დღის ამბები