08 ოქტომბერი 2024,   19:00
ვრცლად
ტერაქტების სერიას ისრაელში 5 ადამიანი ესმხვერპლა

ტერაქტების სერიას ისრაელში 5 ადამიანი ესმხვერპლა. პალესტინელმა რადიკალებმა თავდასხმების სერია თელავივსა და გუშ–ეციონში მოაწყვეს. დანებით შეიარაღებული პალესტინელები თელავივის სინაგოგაში შეიჭრნენ, მომლოცველებს დაესხნენ თავს და ორი ადამიანი მოკლეს. მოგვიანებით კი ტერაქტი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ებრაულ დასახლებაში მოხდა. პალესტინელმა ახალგაზრდამ ცეცხლი გახსნა და ქუჩაში მყოფ ხალხს მანქანით გადაუარა.

ტერაქტების შედეგად დაღუპულებს შორის სამი ისრაელის მოქალაქეა, ერთი ამერიკელი ახალგაზრდა და ერთი პალესტინელი მამაკაცი. დაჯგუფება ჰამასმა ტვიტერის საშუალებით თელავივის ტერაქტს გმირული საქციელი უწოდა და თანამოაზრეებს თავდასხმების გახშირებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები