08 ოქტომბერი 2024,   19:00
ვრცლად
ტერორისტებმა მალიში 170 მძევლიდან ყურანის ცოდნის გამო 3 გაათავისუფლეს

მალის დედაქალაქში ტერორისტებმა 170 კაცი მძევლად აიყვანეს. ისლამისტების 10 კაციანი ჯგუფი, რომელიც დიპლომატიური მანქანით გადაადგილდებოდა სასტუმრო რედისონში შეიჭრა. მათ ცეცხლი გახსნეს და სასტუმროს 30 თანამშრომელთან ერთად, 140 სტუმარი მძევლად აიყვანეს. მოგვიანებით თავდამსხმელებმა რამდენიმე მათგანი გაათავისუფლეს, მათ შორის ისინიც, რომლებმაც ყურანიდან ციტატები ზეპირად იცოდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ. ამ დროისთვის სასტუმროს შენობა სამხედროების ალყაშია. სასტუმრო რედისონი მალის დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს, სადაც ასევე სამთავრობო დაწესებულებები და საელჩოებია განთავსებული. შეერთებული შტატების დიპლომატიურმა მისიამ საკუთარ მოქალაქეებს ტვიტერის ქსელის საშუალებით მოუწოდა ქუჩაში არ გავიდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები