08 ოქტომბერი 2024,   19:00
ვრცლად
მალის სპეცსამსახურები სასტუმროში მძევლების გასათავისუფლებლად შეიჭრნენ

მალის სპეცსამსაცურების წარმომადგენლები სასტუმრო რედისონში შეიჭრნენ, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეები გაათავისუფლონ. შტურმი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მალის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით ამჟამად 80 ადამიანია გათავისუფლებული. 3 მათგანი კი ტერორისტებმა მოკლეს.  

როგორც ცნობილია, დარჩენილ მძევლებს შორის 6 ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თანამშრომელია, 20 ინდოეთის მოქალაქეა, 10-ზე მეტი კი ჩინეთის მოქალაქე.

როიტერის ცნობით, რამდენიმე მოქალაქე, ვინც ყურანის ციტატები იცოდა, ტერორისტებმა გაათავისუფლეს.

გათავისუფლებული მძევლების ცნობით, ტერორისტები ინგლისურად ლაპარაკობდნენ.

მალის დედაქალაქში ტერორისტებმა 170 კაცი მძევლად დილის 7 საათზე აიყვანეს. ისლამისტების 10 კაციანი ჯგუფი, რომელიც დიპლომატიური მანქანით გადაადგილდებოდა სასტუმრო რედისონში შეიჭრა. მათ ცეცხლი გახსნეს და სასტუმროს 30 თანამშრომელთან ერთად, 140 სტუმარი მძევლად აიყვანეს. 

დღის ამბები