08 ოქტომბერი 2024,   18:55
ვრცლად
"უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა დამარცხდება", - საფრანგეთის შს მინისტრი

პარიზში ტერაქტების ერთი კვირის თავს აღნიშნავენ. ექვსივე ადგილას, სადაც თავდასხმები მოხდა, დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიები იმართება.

ერთი კვირის წინ მოწყობილ მასშტაბურ ტერაქტებს საფრანგეთის დედაქალაქში 129 ადამიანი ემსხვერპლა.

ერთერთი ორგანიზატორი თანამზრახველთან ერთად სპეცოპერაციის დროს მოკლეს, მეორე ტერორისტი სალაჰ აბდესლამი კი ამ დრომდე იძებნება.

ევროკავშირმა საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა.

ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შემოწმების ახალი ნორმები ყველა ქვეყანის მოქალაქეზე გავრცელდება.

წლის ბოლომდე კი თვითმფრინავის მგზავრთა და პოტენციურად საშიში პირების შესახებ მონაცემთა ბაზაც შეიქმნება.

„გაძლიერდება კონტროლი საზღვრებზე, იარაღზე და მგზავრებზე. ცრუ დაპირებები აღარავის უნდა მივცეთ. უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა დამარცხდება,“ - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა.

 

დღის ამბები