08 ოქტომბერი 2024,   18:57
ვრცლად
მალის დედაქალაქში სასტუმროდან მძევალთა გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა - გარდაცვლილია 18 ადამიანი

ეჭვმიტანილ შეიარაღებულ ისლამისტებს, რომლებიც მალის დედაქალაქში სასტუმროში შეიჭრნენ, არცერთი მძევალი აღარ ჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური პირები ავრცელებენ. 

ბამაკოში სასტუმრო რედისონში სპეცსამსახურებმა მძევლების გამოყვანის ოპერაცია განახორციელეს. ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების ცნობით გარდაცვლილია სულ მცირე 18 მძევალი და 2 ტერორისტი. მოკლულებს შორისაა ბელგიის ერთერთი რეგიონის პარლამენტის წევრი Geoffrey Dieudonne-ი.

სასტუმროს შენობაში, როგორც როიტერი იუწყება, იმყოფებიან შეიარაღებული ტერორისტები და სპეცსამსახურის თანამშრომლები.

შეიარაღებული ტერორისტები სასტუმროში დილის ექვს საათზე შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. მათ რამდენიმე ადამიანი მოკლეს, რის შემდეგაც შენობის მეშვიდე სართული დაიკავეს. ტერორისტებმა სასტუმროს 30–მდე თანამშრომელი და 140 სტუმარი, რომელთა შორის უმეტესობა უცხოელი ტურისტები იყვნენ, მძევლად აიყვანეს.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ–ქაიდას ლოიალურმა დაჯგუფებამ "ალ მურაბიტუნმა " აიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები