08 ოქტომბერი 2024,   18:51
ვრცლად
ახალ ზელანდიაში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა

ახალ ზელანდიაში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა. კატასტროფა ფოკსის მყინვარზე მოხდა.

მაშველების ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე, პილოტის გარდა, 6 ტურისტი იმყოფებოდა, თუმცა გადაურჩა თუ არა ვინმე კატასტროფას, ამ დროისთვის უცნობია.

რთული რელიეფის გამო სამაშველო სამსახურები ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილთან მისვლას ვერ ახერხებენ და ვითარებას ჰაერიდან სწავლობენ. შესაძლოა, ადგილზე ალპინისტების გამოძახება გახდეს საჭირო.

კატასტროფის მიზეზად უამინდობა სახელდება.

დღის ამბები