08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
ვაშინგტონში ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს

ვაშინგტონში წინასაშობაო სამზადისი იწყება. კაპიტოლიუმთან უკვე ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს. ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე ალიასკის ეროვნული პარკში მოჭრეს. მისი სიმაღლე 22,5 მეტრია და 317 კილოგრამს იწონის.

ნაძვის ხეს დიოდური განათებებით და ორნამენტებით მორთავენ, რომლებიც ალიასკელმა ბავშვებმა საგანგებოდ დაამზადეს.

კაპიტოლიუმის ნაძვის ხის განათების ცერემონია ორ დეკემბერსაა დაგეგმილი.

დღის ამბები