08 ოქტომბერი 2024,   18:57
ვრცლად
იტალიელმა სამართალდამცველებმა Kosa Nostra-ს კლანის 6 წევრი დააკავეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმა აღკვეთეს.

ძალოვანებმა სიცილიური მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს და კოზა ნოსტრას კლანის 6 წევრი დააკავეს.

ოპერაცია კორლეონეს რეგიონში ჩატარდა, რომელსაც სწორედ კოზა ნოსტრა აკონტროლებს.

გამოძიების ინფორმაციით, ძალოვანებმა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ სატელეფონო საუბრების მოსმენის შედეგად შეიტყვეს.

მაფიის წევრები მინისტრის მოკვლას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით გეგმავდნენ.

დაკავებულებს ბრალი უკვე წაუყენეს.

დღის ამბები