08 ოქტომბერი 2024,   18:54
ვრცლად
ამ წუთებში ბრიუსელის ცენტრში სამართალდამცავები სპეცოპერაციას ატარებენ

ამ წუთებში ბრიუსელის ცენტრში სამართალდამცავები სპეცოპერაციას ატარებენ.

როგორც კურიერის კორესპონდენტი იტყობინება,  საბლონის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა ოთხი პირი დააკავეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, დაკავებულებზე პოლიციას კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდათ თუ საეჭვო გარემოების გამო მოხდა მათი დაკავება.

ამ წუთებში პოლიციელები მსუბუქ ავტომანქანას ჩხრეკენ.

მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია, რის გამოც დეტალების დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

დღის ამბები