08 ოქტომბერი 2024,   18:52
ვრცლად
ტერორიზმის საფრთხე ბრიუსელში - ქალაქში ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი დახურულია

უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს ამ დრომდე ბრიუსელშიც, სადაც გუშინ ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა.

ბელგიის დედაქალაქში დახურულია მეტრო, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, სპორტული და საგამოფენო დარბაზები.

ქუჩებში სამხედროებისა და სამართალდამცველების დამატებითი ჯგუფები პატრულირებენ. უსაფრთხოების გაძლიერება პარიზის ტერაქტების ერთ–ერთი მთავარი ეჭვმიტანილის სალაჰ აბდესლამის ძებნის ოპერაციას უკავშირდება.

აბდესლამის მეგობრების ცნობით, ის ამ დრომდე ბრიუსელში იმალება და სირიაში გადასვლას ცდილობს. ერთ–ერთმა დაკავებულმა ეჭვმიტანილმა კი, რომელიც ბელგიაში აბდესლამთან ერთად დაბრუნდა, ჩვენებაში განაცხადა, რომ მას შესაძლოა შაჰიდის ქამარიც ჰქონდეს.

ისლამური სახელმწიფოს სამიზნეების ახალ სიას აქვეყნებს ანონიმუსის ჰაკერული ჯგუფიც. მათი ცნობით, ტერორისტები დღეს შესაძლოა თავდასხმებს იტალიაში, საფრანგეთში, შეერთებულ შტატებში, ლიბანსა და ინდონეზიაში გეგმავდნენ.

 

დღის ამბები