08 ოქტომბერი 2024,   18:58
ვრცლად
ერაყში ISIS-ის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ISIS-ის ანუ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებთან ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს ერაყში. გავრცელებული ცნობით, ქვეყნის სამთავრობო ძალებმა ქალაქ რამადის მიმართულებით წინ წაიწიეს და მასშტაბური შეტევის დაწყებამდე, მის ალყაში მოქცევას ცდილობენ.

ანბარის პროვინციის დედაქალაქს ისლამისტები მაისის შემდეგ აკონტროლებენ.

რეგიონში ისლამური სახელმწიფოს პოზიციების დაბომბვას განაგრძობს საერთაშორისო კოალიციაც.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გუშინ ერაყისა და სირიის ტერიტორიებზე 40–ზე მეტი ავიაიერიში განახორციელეს.

 

 

დღის ამბები