08 ოქტომბერი 2024,   18:57
ვრცლად
"მოვდივართ ბომბებით და ფეთქებადი ქამრებით" - ტერორისტები მსოფლიოს ემუქრებიან

ტერორიზმის საფრთხე მსოფლიოში. ბოლო რამდენიმე დღეა ინტერნეტში ისლამური სახელმწიფოს წევრთა რამდენიმე მიმართვა გავრცელდა. "მოვდივართ ბომბებით და ფეთქებადი ქამრებით" ამბობენ ტერორისტები. ISIS-ის წევრებისთვის მთავარი სამიზნე ამერიკა და ევროპაა. ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, მილანი, ლონდონი, ანტალია ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადგილებისა, სადაც ტერორისტები სისხლისღვრით იმუქრებიან.  

საფრანგეთში უკვე მეცხრე დღეა საგანგებო მდგომარეობა, ბრიუსელში კი უკვე მეორე დღეა ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონეა გამოცხადებული. 

ბელგიაში პარიზიდან გამოქცეულ ერთ-ერთ ტერორისტს ეძებენ, რომელიც პარიზის ტერორისტულ აქტებში მონაწილეობდა. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთმა ვიდეოკამერამ ტერაქტების ადგილზე სწორედ სალა აბდესალმი დააფიქსირა. ცნობილია ისიც, რომ მისმა ძმამ პარიზში თავი აიფეთქა, თვითონ კი ავტომობილი მოიპარა და ბელგიაში გაიქცა. 

ნიგერიაში ბოლო 9 დღის განმავლობაში 47 ადამიანი ტერორისტებმა მოკლეს. აფეთქებები სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა დღეს მოხდა. ერთ-ერთი ტერორისტი 11 წლის ბავშვი იყო. 

20 ნოემბერს ტერორისტმა თავი აიფეთქა მალიში. ტერორისტების შემდეგი სამიზნე ბეირუთი იყო, სადაც 44 ადამიანი დაიღუპა. 

ავტორი: გვანცა სუთიძე. 

დღის ამბები