08 ოქტომბერი 2024,   18:57
ვრცლად
ტერორიზმის საფრთხე - ბრიუსელში სკოლები და უნივერსიტეტები იხურება

მოსალოდნელი ტერორისტული აქტების საფრთხიდან გამომდინარე ბრიუსელში სკოლები და უნივერსიტეტები იხურება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბელგიის ხელისუფლებამ მიიღო, ინფორმაცია კი ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ ბელგიის პრემიერმინისტრმა გააცნო. 

ბელგიის მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბრიუსელში მომდევნო დღეებში შენარჩუნდება ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონე. 

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში უკვე 2 დღეა დახურულია საზოგადოების თავშეყრის ადგილები მათ შორის მეტროც. ქალაქში კი სამართალდამცავები პატრულირებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები