08 ოქტომბერი 2024,   18:51
ვრცლად
სირიის ტერიტორიაზე ქურთებით დასახლებულ ქალაქში ტერაქტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

3 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაშავდა ტერაქტის შედეგად სირიის ტერიტორიაზე ქურთებით დასახლებულ ქალაქ თელ-აბიადში. ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ბომბი მოტოციკლზე იყო დამონტაჟებული.

არეულობები გრძელდება საზღვრის მეორე მხარეს, თურქეთის ტერიტორიაზეც. ქურთების საპროტესტო აქცია ქალაქ ნუსაიბინში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. არიან დაშავებულებიც.

ქალაქში შეტაკებები მეცხრე დღეა გრძელდება. ვითარება კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა შეიარაღებულმა ძალებმა სირიის საზღვარზე ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სპეც ოპერაცია დაიწყეს.

დღის ამბები