08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორის დაკავების სპეცოპერაცია ბელგიაში გრძლედება

პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორის დაკავების სპეცოპერაცია ბელგიაში გრძლედება. წუხანდელი რეიდების დროს ბრიუსელის გარეუბანში სროლის ხმაც ისმოდა და რამდენიმე ადამიანი დააკავეს კიდეც. თუმცა, მათ შორის არ აღმოჩნდა პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი სალეჰ აბდე სლამი.

არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დაწყებამდე BMW-ს ტიპის ავტომობილით ის გერმანიის მიმართულებით მიიმალა. სპეცოპერაცია გვიან ღამით დასრულდა.

ბელგიაში განგაშის უმაღლესი დონე დღესაც შენარჩუნდება. ქვეყანაში კვლავ საგანგებო მდგომარეობაა და გაუქმებულია ყველა საჯარო ღონისძიება.

ასევე ევროპულმა საბჭომ გაავრცელა ინფორმაცია უმეტესი შეხვედრების გადადების თაობაზე. ნატოს ოფისი კი აცხადებს, რომ მუშაობას აგრძელებს. ადგილობრივი დროით 12 საათზე კომისიაში ბრიფინგია დაგეგმილი. 

დღის ამბები