08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
შოტლანდიის სანაპიროსთან რუსულ წყალქვეშა ხომალდს ეძებენ

შოტლანდიის სანაპიროსთან რუსულ წყალქვეშა ხომალდს ეძებენ. ინფორმაციას გამომცემლობა The Telegraph საკუთარ წყაროზე დაყრდნობით არცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსული წყალქვეშა ნავი შოტლანდიის ჩრდილოეთ საზღვრებთან 10 დღის წინ შეამჩნიეს. ძებნის ოპერაციაში კი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად საფრანგეთისა და კანადის საზღვაო საპატრულო სამსახურის თვითმფრინავებიცაა ჩართული. The Telegraph აღნიშნავს, რომ ლონდონმა მოკავშირეებს დახმარების თხოვნით იმ მიზეზით მიმართა, რომ დიდ ბრიტანეთს თავდაცვის ბიუჯეტის შეკვეცის გამო 2010 წლიდან საზღვაო საპატრულო თვითმფრინავები შეიარაღებაში აღარ აქვს.

ბოლო პერიოდში ეს რუსული წყალქვეშა გემის ძებნის მესამე ოპერაციაა. რამდენიმე თვის წინ რუსული ხომალდი შვედეთის სანაპიროებთან შენიშნეს, ოქტომბერში კი ანალოგიური ოპერაცია შეერთებული შტატების აკვატორიაში ჩატარდა.

დღის ამბები