08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
განგაში ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე

განგაში ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე. ტერაქტის შესაძლო საფრთხის გამო ინდიაპოლისი-ლოს ანჯელესის რეისს მიმართულება შეუცვალეს და ავარიულად კანზას სითიში დასვეს.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ავარიული დაშვების შესახებ რამდენიმე მგზავრის საეჭვო საქციელის გამო მიიღეს. მგზავრების ევაკუაციის შემდეგ თვითმფრინავი გამნაღმველებმა შეამოწმეს.

სამართალდამცველებმა ლაინერის ყველა მგზავრი დაკითხეს. გავრცელებული ინფრომაციით, ძალოვანებს არავინ დაუკავებიათ.

დღის ამბები