08 ოქტომბერი 2024,   19:02
ვრცლად
ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნების დასკვნითი დღეა

ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნების დასკვნითი დღეა. მეორე ეტაპი ორ დღიანია და კენჭისყრა დღეს დასრულდება. საარჩევნო უბნები ქვეყნის 13 პროვინციაშია გახსნილი. საარჩევნო სიებში 28 მილიონზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოებას 160 ათასი ძალოვანი იცავს. ყველაზე მეტი სამართალდამცველი სინას რეგიონშია მობილიზებული, სადაც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

პარლამენტის არჩევით ეგვიპტეში გარდამავალი პერიოდი დასრულდება, რომელიც ქვეყანაში "ძმები მუსლიმებისა" და მათი ლიდერის - მუჰამედ მურსის გადაყენების შემდეგ დაიწყო. ექსპერტების განცხადებით, მანდატების უმეტესობას ახალ პარლამენტში მოქმედი პრეზიდენტის პარტია მოიპოვებს. 

დღის ამბები