08 ოქტომბერი 2024,   18:57
ვრცლად
ტერორიზმის საფრთხე - ბელგიაში სპეცოპერაციის დროს 21 ადამიანი დააკავეს

ბელგიაში უკვე რამდენიმე საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს. BBC-ის ცნობით დაკავებულია 21 ადამიანი. სამართალდამცავები პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილ ერთ-ერთ ტერორისტს ეძებენ.

ტერორიზმის საფრთხიდან გამომდინარე ბელგიაში უკვე მესამე დღეა ტერორისტული საფრთხის უმაღლესი-მეოთხე დონე მოქმედებს. დახულურია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სკოლები და უნივერსიტეტები, არ მუშაობს მეტროც.

ბელგიაში დილიდან მუშაობა განაახლა ევროკომისიამ და ევროპულსაბჭომ. ევროკომისიაში უსაფრთხოების მეორე დონე მოქმედებს, ხოლო ევროსაბჭოში კი მესამე დონე. 

დღეს ბრიუსელში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ევროკომისიაში განცხადება გაკეთდა.

„ბრიუსელისგან განსხვავებით ქვეყანაში განგაშის ყვითელი დონე შენარჩუნებულია. ევროკომისია განაგრძობს მუშაობას გეგმის მიხედვით, თუმცა გარკვეული კორექტივები გვაქვს უსაფრთხოების კუთხით. ნებისმიერი პირი შენობაში შემოსვლამდე დეტალურ შემოწმებას გადის. ყველა თანამშრომელმა მიიღო შეტყობინება, რომ ევროკომისია დღეს იმუშვებდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული სკოლები დღეს დახურულია, ყველა იმ თანამშრომლისთვის რომელსაც შვილი ჰყავს, მოქნილი სამუშაო გრაფიკი მოქმედებს და მათ სახლებიდანაც შეუძლიათ იმუშაონ. რაც შეეხება ევროპული საბჭოს მუშაობას, ჩვენ ერთნაირ ინფორმაციას ვიღებთ ბელგიელი ძალოვანების მხრიდან, თუმცა ორგანიზაციას შეუძლია დამოუკიდებლად წარმართოს უსაფრთხოების პოლიტიკა. შენობაში მოქმედებს განგაშის მესამე, ნარინჯისფერი დონე, შესაბამისად არ გადადებულა მნიშვნელოვანი შეხვედრები და სამუშაო პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს,“- აცხადებს ევროკომისიის პრესმდივანი მარგარიტის შინასი.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

დღის ამბები