08 ოქტომბერი 2024,   19:00
ვრცლად
ფრანგული ატომური ავიამზიდი სირიაშია და სამხედრო დავალებების შესრულებისთვის მზად არის

ფრანგული ატომური ავიამზიდი სირიაშია. არსებული ინფორმაციით ხომალდი მზად არის სამხედრო დავალებების შესასრულებლად. სანამ ოპერაციები დაიწყება საფრანგეთის პრეზიდენტი ჯერ აშშ-ში, შემდეგ კი რუსეთში ჩავა და კიდევ ერთხელ მიიღებს ინფორმაციას ერთვებიან თუ არა ამერიკა და რუსეთი საერთაშორისო კოალიციაში. 

ბელგიაში კი უკვე 24 საათია უპრეცედენტო სეპცოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქი მთლიანად სამართლადამცველების კონტროლის ქვეშ არის.

ბოლო საათების განმავლობაში სპეცდანიშნულების რაზმმა 20 სხვადასხვა მისამართი გაჩხრიკა, თუმცა პარიზის ტერაქტების ერთ-ერთ მთავარ შემსრულებელს ჯერ ვერ მიაკვლიეს.

სალეჰ აბდესლამი სავარაუდოდ ისევ ბელგიაშია, რადგან არ დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან ქვეყანა დატოვა. განსაკუთრებული კონტროლოს ქვეშ არის ქვეყნის საზღვრები, სადაც ყველა ავტომობილი მოწმდება. 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები