08 ოქტომბერი 2024,   18:52
ვრცლად
ბელგია ტერორიზმის საფრთხის ყველაზე მაღალ დონეს ძალაში ორშაბათამდე ტოვებს

ბელგიის ხელისუფლება ტერორიზმის საფრთხის მეოთხე, ყველაზე მაღალ დონეს ძალაში ორშაბათამდე ტოვებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა მორიგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბრიუსელში ოთხშაბათამდე არ იმუშავებს სკოლები და მეტრო სადგურები, რადგან ხელისუფლების თქმით, მთავარ საფრთხეს ისევ ხალხმრავალი ადგილები წარმოადგენს. საგანგებო რეჟიმზე მხოლოდ დედაქალაქი რჩება. ქვეყნის დანარჩენ ნაწილში კი საფრთხის მეორე დონეა გამოცხადებული.

ამ დრომდე არ დაუკავებიათ პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი, რის გამოც გაძლიერებული სასაზღვრო კონტროლი დაწესდა ბელგიისა და გერმანიის საზღვარზე. უსაფრთხოების მიზნით, ბრიუსელში საელჩო დროებით დახურა კანადამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები