08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტერორისტული დაჯგუფების განადგურების პროცესის დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობს

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა აბუ დაბიში ვიზიტის დროს. მისი თქმით, ტერორისტული დაჯგუფების განადგურების პროცესი უნდა დაჩქარდეს, თუმცა შესაძლო გზები არ დაუკონკრეტებია.

პარალელურად, ვაშინგტონი მზად არის დახმარება გაუწიოს ბელგიის პოლიციას სალაჰ აბდესლამის პოვნაში. განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯოშ ერნესტმა გააკეთა.

ტერორიზმის საფრთხეების ზრდის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებისთვის გაფრთხილებას ავრცელებს და ურჩევს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ იმ ქვეყნებში მოგზაურობის დროს, რომელებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში ტერორისტების სამიზნედ იქცნენ.

მათ ჩამონათვალშია რუსეთი, ეგვიპტე, თურქეთი, საფრანგეთი და მალი. რეკომენდაცია ძალაში მომავალი წლის 24 თებერვლამდე დარჩება.

დღის ამბები