08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
აშშ საკუთარ მოქალაქეებს მთელ მსოფლიოში სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ტერაქტების საფრთხის ზრდის ფონზე შეერთებული შტატები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს და ურჩევს მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ტრანსპორტით მგზავრობის დროს.

განსაკუთრებით, გაფრთხილება ეხება იმ სახელმწიფოებში მყოფ ამერიკელებს, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტერორისტების სამიზნე იყო. ამ ქვეყნების ჩამონათვალშია რუსეთი, ეგვიპტე, თურქეთი, საფრანგეთი და მალი.

სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ არსებული ინფორმაციის თანახმად დაჯგუფებები: ისლამური სახელწმიფო, ალ ქაიდა და ბოკო ჰარამი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში კვლავაც გეგმავენ ტერორისტულ თავდასხმებს.

რეკომენდაცია ძალაში 2016 წლის 24 თებერვლამდე დარჩება.

დღის ამბები