08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
ათენში აფეთქება პარლამენტის სიახლოვეს ბიზნესცენტრთან მოხდა

აფეთქება მოხდა ათენის ცენტრშიც. ასაფეთქებელი მოწყობილობა დედაქალაქის მთავარი მოედნისა და პარლამენტის მახლობლად, ბიზნესფედერაციის შენობასთან ამოქმედდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ბიზნესცენტრი. ფანჯრები ჩაიმსხვა მიმდებარე შენობებშიც. ეს არის პირველი აფეთქება საბერძნეთში, რომელიც იანვარში ხელისუფლების სათავეში პარტია "სირიზას" მოსვლის შემდეგ მოხდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას აუღია, თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ ის მემარცხენე რადიკალებმა, ან ანარქისტებმა მოაწყვეს. სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ არსებული ინფორმაციის თანახმად დაჯგუფებები: ისლამური სახელწმიფო, ალ ქაიდა და ბოკო ჰარამი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში კვლავაც გეგმავენ ტერორისტულ თავდასხმებს.

რეკომენდაცია ძალაში 2016 წლის 24 თებერვლამდე დარჩება.

დღის ამბები