თელავის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ სოფლების - რუისპირისა და ვარდისუბნის ვენახები დააზიანა. პირველადი მონაცემებით, რუისპირში დაზიანდა დაახლოებით 100 ჰა, ხოლო ვარდისუბანში - 50 ჰა ვენახის ფართობი.
ამ ეტაპზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარეობს ზარალის შეფასება. შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის, დაზიანებული ყურძენი 1 კგ 1 ლარად მიიღოს სხვადასხვა ლოკაციაზე.
მევენახე-ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დროულად ჩააბარონ დაზიანებული მოსავალი.