08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
თურქეთის მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავიდან რუსმა პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს

თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით გადარჩენილი პილოტებიდან ერთი სირიელმა თურქმენებმა ტყვედ აიყვანეს.

შემთხვევა საზღვარზე ცოტა ხნის წინ მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოიერიშის ჩამოგდების ფაქტს ადასტურებს, თუმცა უარყოფს, რომ მან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

თურქეთის სამხედო მაღალჩინოსნები კი ამბობენ, რომ ჩამოგდებამდე მათ მოიერიშე ჯერ გააფრთხილეს თუმცა უშედეგოდ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები