07 აგვისტო 2026,   13:43
ვრცლად
ქედაში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა სოფელ ვაიოს მონაკვეთზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამო, საავტომობილო გზის ორივე მიმართულება გადაკეტილი იყო, რამაც საცობი გამოიწვია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები