08 ოქტომბერი 2024,   18:56
ვრცლად
ეგვიპტეში მომხდარი ტერაქტების შედეგად 3 პოლიციელი გარდაიცვალა

ქალაქ ელ არიში დღეს დილით ორი აფეთქება მოხდა. ეს ქალაქი ჩრდილოეთ სინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია და მას ღაზას სექტორი ესაზღვრება.

ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მათგან ერთი ტერორისტია, 3 კი პოლიციელი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით აფეთქებების შედეგად 12 ადამიანია დაშავებული.

ტერაქტი იმ სასტუმროსთან მოხდა, სადაც არჩევნებისთვის ეგვიპტეში ჩასული დამკვირვებლები არიან გაჩერებული.

ტერიტორია, სადაც დღეს აფეთქება მოხდა, ტურისტული ზონიდან რამდენიმე ასეული კილომეტრით არის დაშორებული. თუმცა, ეს დაახლოებით ის ადგილია, სადაც ცოტა ხნის წინ რუსულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და შედეგად  224 ადამიანი დაიღუპა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები