08 ოქტომბერი 2024,   18:49
ვრცლად
შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს ტერაქტების საფრთხის ზრდის შესახებ აფრთხილებს

შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს ტერაქტების საფრთხის ზრდის შესახებ აფრთხილებს.

უწყება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ მოქალაქეებს ურჩევს, მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ტრანსპორტით მგზავრობის დროს.

გაფრთხილება მოგზაურობასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს გამოაქვეყნა.

დეპარტამენტის ვებ გვერდზე, სადაც მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და გაფრთხილებებია, ნათქვამია, რომ გაზრდილია რისკი ტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„ამერიკის მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნის დროს ან ტრანსპორტის გამოყენებისას. იცოდეთ, რა ხდება უშუალოდ თქვენს გარშემო და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით სადღესასწაულო სეზონსა და საზეიმო ღონისძიებებზე. ამერიკის მოქალაქეებმა თვალი უნდა ადევნონ მედიასა და ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს და გაითვალისწინონ განახლებული ინფორმაცია სამოგზაურო გეგმებში. პირებმა, რომლებსაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ, უნდა მიმართონ ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მათ ქვეყანაში მყოფ ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე,“ - ნათქვამია ვებ გვერდზე.

 

 

 

დღის ამბები