08 ოქტომბერი 2024,   18:59
ვრცლად
"ნათლად ვხედავთ, რომ "ისლამური სახელმწიფო" მიყვება თავის განზრახვას", - მარკ ტონერი

მოსალოდნელ ტერორისტულ საფრთხეებზე ისაუბრა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს მდივანმა.

მარკ ტონერმა განაცხადა, რომ ISIS-ს განზრახული აქვს ტერორისტული აქტები ევროპაში, ემუქრება ამერიკას, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს და ეს რეალური საფრთხეა.

"ნათლად ვხედავთ, რომ "ისლამური სახელმწიფო" მიყვება თავის განზრახვას, მოაწყოს ტერორისტული შეტევები ევროპის გულში. ის დაემუქრა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებსაც მსოფლიოს გარშემო. ეს რეალური საფრთხეა. რეგიონულ პარტნიორებთან, განსაკუთრებით კი ევროპასთან, უკვე ვცვლით სადაზვერვო ინფორმაციას, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უსაფრთხოების სფეროშიც, მაგრამ უნდა გავახედოთ, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ეს ძალისხმევა. თავდასხმების წინასწარ აღკვეთას 24 საათიანი მუშაობა და სიფრთხილე სჭირდება“, - განაცხადა მარკ ტონერმა.

თეთრი სახლის პრესმდივნის ჯოშ ერნესტის განცხადებით, მზად არიან ევროპაში მოკავშირეებს დაეხმარონ, რათა გაუმკლავდნენ არსებულ საფრთხეებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებს ამერიკელებს, მოგზაურობის დროს ფხიზლად იყვნენ ტრანსპორტში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

 

ავტორი: დავით ნიკურაძე

 

დღის ამბები