08 ოქტომბერი 2024,   18:59
ვრცლად
პუტინი თურქეთში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს "ზურგში დარტყმად" აფასებს

რუსული სუ-24-ის სირიის საზღვართან ჩამოგდების ფაქტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, "ზურგში დარტყმას" უწოდებს.

პუტინის ამ განცხადებას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. 

„ეს ფაქტი ტერორიზმთან ბრძოლის ჩარჩოებს სცდება. რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედროები ტერორიზმის წინააღმდეგ გმირულ ბრძოლას საკუთარი სიცოხცხლის ფასად აწარმოებენ, მაგრამ დღევანდელი დანაკარგი უკავშირდება დარტყმას, რომელიც ტერორისტების თანამზრახველებმა  ჩვენ ზურგში მოგვაყენეს. დღეს მომხდარს სხვაგვარ კვალიფიკაციას ვერ მივცემ,“ - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, ეს ფაქტი განსაკუთრებით მიუღებელია აშშ-ში ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ.

თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული თვითმფრინავი სუ-24 თურქულმა მხარემ დღეს ჩამოაგდო. თვითმფრინავის ჩამოგდებამდე თურქეთმა რუსეთის მხარეს რამდენჯერმე საჰაერო სივრცის დარღვევაზე გაფრთხილება მისცა. პილოტებმა თვითმფრინავიდან კატაპულტირება მოასწრეს.

დღის ამბები