08 ოქტომბერი 2024,   18:54
ვრცლად
Sky News-ის ინფორმაციით, რუსული სუ24-ის ორივე პილოტი გარდაცვლილი იპოვნეს

Sky News-ის ინფორმაციით, რუსული სუ24-ის ორივე პილოტი გარდაცვლილი იპოვნეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა ონლაინტელევიზიამ  29 წუთის წინ გაავრცელა. 

მათი ინფორმაციით, ორივე გვამი აღმოჩენილია.

მანამდე სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული სუ24-ის პილოტებიდან ერთი დაღუპული იპოვნეს, მეორე კი
სირიელმა თურქმენებმა გაიტაცეს. ამის ამსახველი ვიდეო მასალა კი ტვიტერზე გავრცელდა.

ოფიციალური ანკარა და მოსკოვიც ადასტურებენ, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული სუ24-ი ჩამოაგდეს.

თურქეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სუ24-მა თურქეთის საზღვარი დაარღვია, გაფრთხილებას არ დაემორჩილა და იძულებულები გახდნენ, ცეცხლი გაეხნათ.

რუსეთი კი უარყოფს თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ თურქეთმა რუსეთს "ზურგში დანა ჩაარტყა".

ამავე თემაზე
დღის ამბები