08 ოქტომბერი 2024,   19:00
ვრცლად
თურქეთის მოთხოვნით NATO-ს შტაბბინაში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს

სუ24–ის ჩამოგდების შემდეგ, თურქეთის მოთხოვნით, NATO-ს საგანგებო სხდომა დაინიშნა, რომელიც ბრუსელში ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომის მიზანია, ანკარამ დღევანდელი ინციდენტის შესახებ ალიანსის წევრ ქვეყნებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. 

სხდომის დაწყებამდე კომენტარი არ გაკეთებულა.

ბრიუსელში NATO-ს შტაბბინა კი მედიის ყურადღების ცენტრშია. გაკეთდება თუ არა შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება, ცნობილი არ არის. 

ცნობილი ხდება, რომ სხდომის დაწყებამდე საუბარი ევროკომისარ ფედერიკა მოგერინსა და NATO-ს გენერალურ მდივანს შორის შედგა.

როგორც მოგერინმა შემდეგ განაცხადა, სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაესვა, რომ მხარეებს შორის ვითარების ესკალაცია  არ მოხდეს. 

სოციალურ ქსელ ტვიტერში განცხადება გაავრცელა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, რომელიც თურქეთსა და რუსეთს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

 სხდომის დაწყებამდე 4 საათის განმავლობაში NATO-ს შტაბბინაში ტექნიკური ხარვეზის გამო არ იყო ელექტროენერგია, გათბობა და ინტერნეტი. 

 

ავტორი; თამარ ნუცუბიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები