08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
იენს სტონტელბერგი რუსეთსა და თურქეთს სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდებს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტონტელბერგი, თურქეთისა და რუსეთის ხელისუფლებას სიტუაციის განმუხტვისაკენ მოუწოდებს.

"აუცილებელია სიტუაციის განმხუტვა," - აცხადებს იენს სტონტელბერგი და რუსეთისა და თურქეთის ხელისუფლებებს შორის უფრო მჭიდრო დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს.

იენს სტონტელბერგი ამბობს, რომ რუსეთის ბომბდამშენის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია როგორც თურქეთის ხელისუფლებისგან, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც აქვს მიღებული და მათი ინფორმაცია ერთმანეთის იდენტურია.

ნატო-ს წარმომადგენლობას მომხდარზე რუსეთთან ჯერ არ ჰქონია კომუნიკაცია.

ნატო-ს გენერალური მდივანმა, იენს სტონტელბერგმა, ეს განცხადება ნატო-ში საგანგებო შეხვედრის შედეგ გააკეთა. 

დღის ამბები